თორიის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
12-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წლის მიწურულს შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს.

ღონისძება - „დამშვიდობება დაწყებით საფეხურს“, 9 ივნისს გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თავიანთი გამოსვლებით მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებლებს და შეჰპირდნენ ისე გააგრძელებენ სწავლას, რომ პედაგოგი არ შეარცხვინონ.

ღონისძიებამ, დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ღონისძიება ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ მოსწავლეთა მშობლებიდან ერთ-ერთმა ყველა მშობლის სახელით მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებელ - მარგარიტა პეტროსიანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203