რცხმელურის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება
12-06-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. ეს მნიშვნელოვანი, ემოციური მოვლენაა მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის.

ამასთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო ღონისძიება მოეწყო, სადაც ბავშვებმა მათი პედაგოგის ღვაწლი აღნიშნეს და მას მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის.

სკოლაში საზეიმო გარემო სუფევდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები წარადგინეს.

მათ ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის კიდევ ერთ სამახსოვრო მოგონებად იქცა.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და მათ შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203