თელავის N6 სკოლის მოსწავლეები ოთარ ჭილაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
12-06-2023

თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კონფერენციასა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები - თამარ ორკოდაშვილი და ანი გიორგაძე, პედაგოგ მარინა მამალაშვილის ხელმძღვანელობით, ოთარ ჭილაძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

კონფერენცია  ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

აღნიშნულ კონფერენციაზე მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა წარმოაჩინეს.

დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ და მათ სხვადასხვა პროექტში ჩართულობას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203