„შევამციროთ დაბინძურება“- მაწყვალთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნა
12-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა და ხელმძღვანელმა მასწავლებელმა - იზოლდა ზოიძემ აქტივობა - „შევამციროთ დაბინძურება“ განახორციელეს. ამით მათ პლასტმასის წინაღმდეგ ბრძოლაში ხმა აიმაღლეს. მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს, თემატური პლაკატი დაამზადეს და აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრეს.

გარდა ამისა, მოეწყო დასუფთავების აქციაც. მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სოფლის ცენტრი დასუფთავეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობს ნათლად აცნობიერებენ. 

„5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება.
2023 წელს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილი პლასტმასით დაბინძურების საკითხია. 
თითოეული მოქალაქის მოვალეობაა გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ერთიანი ძალებით ვიზრუნოთ ნარჩენების შემცირებაზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203