აზავრეთის საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
12-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით, დიდი სიყვარულით და ემოციურად გააცილეს. ისინი შესაბამისად გამოეწყვნენ, სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
მეთორმეტეკლასელები მშობლიურ სკოლას ემოციურად დაემშვიდობნენ. საზეიმო განწობას სადღესასწაულოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს