დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები, და-ძმა - ირაკლი და თამარ სურმანიძეები, ინგლისური ენის სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
12-06-2023
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლას ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული და ბეჯითი მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც განვითარებაზე განუწყვეტლივ ზრუნავენ.
სწორედ ასეთები არიან და-ძმა, ირაკლი და თამარ სურმანიძეები, რომლებიც ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბის აქტიური წევრები არიან. ისინი კლუბის სამუშაო შეხვედრებში ყოველთვის მონაწილეობენ. სწორედ ამ აქტიურობისათვის მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ ბავშვებო და გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს