დაბა ხულოს საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს წარჩინებით სწავლისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
12-06-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან X კლასის მოსწავლეები - ლაშა აბულაძე და ბექა ცეცხლაძე.
მათი კლასის ხელმძღვანელი: ნ. აბულაძე გახლავთ.
„ვულოცავთ აღნიშნულ მოსწავლეებს წარმატებებს და ვუსურვებთ შემდგომშიც წინსვლას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს