დამალის საჯარო სკოლაში ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში შიდსასკოლო სპორტული თამაშები გაიმართა
12-06-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, შიდსასკოლო სპორტული თამაშები ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

აღსანიშნავია, რომ თამაშების მიმდინარეობისას ჯანსაღი კონკურენცია იგრძნობოდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც, მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 

სპორტულმა თამაშებმა ძალიან დიდი ინტერესი და სასკოლო საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203