
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. ეს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი დამრიგებლისთვის - ნესტან დავითაძისთვის ემოციური მოვლენაა.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, დამრიგებლის ხელმძღვანელობით მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება თემაზე - „ოთხი წელიწადი ანბანის სამყაროში“ მოაწყვეს.
ზეიმს პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
„ბავშვებმა თბილი სიტყვებითა და მოგონებებით გაიხსენეს გავლილი 4 წელიწადი, რომელიც ცოდნის ტაძარში გაატარეს. პატივისცემით, სიყვარულით, მოკრძალებით აღწერეს პედაგოგების ჯაფა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მეოთხეკლასელებმა ღონისძიებაზე, ასევე, ნაწარმოების ინსცენირება წარადგინეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მათ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ცეკვებითა და სიმღერებით ზეიმი გაალამაზეს.
„დამრიგებელმა - ნესტან დავითაძემ და სკოლის დირექტორმა ნათელა ტაკიძემ მიულოცეს მოსწავლეებს ლამაზი ცხოვრების ერთი ფურცელი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ზეიმის ბოლოს პედაგოგებმა მშობლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ბავშვებმა კი დედებს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ ვარსკვლავი გაუხსნეს.
დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: