
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ნოდიკო ცაბუტაშვილმა კიკბოქსინგში საქართველოს 30-ე საიუბილეო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.
ჩემპიონატი 2-4 ივნისს, სენაკში გაიმართა.
ნოდიკომ ჩემპიონატზე საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა და ღირსეული ბრძოლის შედეგად დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა.
„ვულოცავთ ნოდიკოს ამ დიდ წარმატებას და კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: