რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები და სკოლის დირექცია მათ საინტერესო გასვლით აქტივობებსა და ექსკურსიებს სთავაზობენ.
2 ივნისს სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ექსკურსია მოაწყო.
მუზეუმში ბავშვები ისტორიულ მემკვიდრეობას გაეცნენ და თითოეული ექსპონატი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთვის გასაგებ ენაზე განიხილეს.
მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს
მათი გიდობას რუსიკო ნავერიანი უწევდა.
„უღრმეს მადლობას ვუხდით ქალბატონ რუსიკო ნავერიანს ძალიან საინტერესო გიდობის გაწევისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ასეთი აქტივობები და ექსკურსიები მოსწავლეებს ერთმანეთთან მეტად აახლოებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: