ხაიშის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
12-06-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში მასწავლებელ ნინო ქობალიას ხელმძღვანელობით, სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.

შეჯიბრში ორი გუნდი: „ლომები“ და „ვიკინგები“ მონაწილეობდა.

გუნდის წევრებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

საბოლოო შედეგებით კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თასის მფლობელი „ლომების“ გუნდი გახდა.

სასკოლო საზოგადოება მათ გამარჯვებას ულოცავს და მომავალში წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სპორტისადმი ინტერესს უღვივებს და სასკოლო ცხოვრებაში მეტად რთავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203