ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება გარემოსდაცვით პროექტში
12-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და პროექტში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი ხულოს მუნიციპალიტეტში, არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში დაგეგმილ გარემოსდაცვითი სამიტის ნახევარფინალში მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გარემოსდაცვით სამიტში, „აჭარის წყლის ალიანსის“ პროგრამაში ჩართული სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე დაარსებული ეკოკლუბები იყვნენ ჩართულნი.
ხულოს მუნიციპალიტეტიდან ნახევარფინალურ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ - დაბა ხულოს, განახლების, ქვემო ვაშლოვანის, დიოკნისის, ძირკვაძეების, ოქრუაშვილების და ძმაგულას სკოლები.
ნახევარფინალის გამარჯვებული კი ძირკვაძეების საჯარო სკოლა გახდა.
მუნიციპალურ ნახევარფინალებში გამარჯვებული სკოლები სამიტის ფინალურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.
გარემოსდაცვითი სამიტი „აჭარის წყლის ალიანსის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრისა და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს