ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღია სივრცეში შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ 
12-06-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ღია სივრცეში ქართული ენისა და ბუნების გაერთიანებული გაკვეთილი ჩაუტარდათ.

მოსწავლეებმა, სოფლის თავში მდებარე ულამაზესი ადგილები და ჩანჩქერი მოინახულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებმა - ნადიე ქამადაძემ, ლელა ძირკვაძემ და ზაირა ქედელიძემ მოსწავლეებს თავიანთ კუთხისათვის დამახასიათებელი ენდემური ჯიშის მცენარეები აჩვენეს.

მასწავლებლები მოსწავლეებს წყლის მნიშვნელობაზე, ბუნების მოვლასა და გაფრთხილებაზე ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ არაფორმალურ გარემოში, ბავშვებმა ნანახის შემდეგ, თავიანთი მოვალეობები უფრო გაითავისეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203