ბოდბისხევის საჯარო სკოლაში ფეხბურთის შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
12-06-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი თუ აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს VII-VIII-IX-X-XI კლასების მოსწავლეები შეეჯიბრნენ.

„თამაში ანგარიშით - 7:4 დასრულდა, ლურჯი მაისურებით მოთამაშეების სასარგებლოდ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ჩემპიონატში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„დიდ მადლობას ვუხდით შიდასასკოლო ჩემპიონატის ჩატარების ორგანიზატორს და სპორტის მასწავლებელს - ბესარიონ ქვრივიშვილს სკოლაში სპორტული შეჯიბრის მოწყობისთვის. სკოლის მოთამაშე გუნდებს კი ვუსურვებთ შემდგომ ასპარეზზე წარმატებას და გამარჯვებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203