თელავის N5 საჯარო სკოლას წელს ხუთი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს
12-06-2023
თელავის N5 საჯარო სკოლის 5-მა მოსწავლემ 2022-2023 სასწავლო წელი წარჩინებით დაამთავრა.
ხუთივე მოსწავლე ოქროს მედლის კანდიდატია.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისინი წლების განმავლობაში ალამაზებდნენ არა მარტო სკოლის ცხოვრებას, არამედ წარმატებით მონაწილეობდნენ ქალაქის ყველა მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებასა თუ სიახლეების დანერგვაში.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლის პედკოლექტივი წარმატებას უსურვებს მათ. გვჯერა, ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას... მომავალი მათია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს