
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“, შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.
კურსდამთავრებულებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის რ. ოთხოზორიას ხელმძღვანელობით, კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან - „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, ფრაგმენტი დადგეს.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენამ დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
„საყვარელო ბავშვებო კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ, თქვენი ოცნებების განხორციელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: