მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობი მოაწყვეს 
12-06-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვთა უფლებების სწავლებას და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

სწორედ ამიტომ, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მოსწავლეებმა სკოლის ეზოში შთამბეჭდავი ფლეშმობი მოაწყვეს.

ბავშვებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვნად მოხატეს ასფალტი, სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს და დღე ხალისიანად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ და ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203