ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლამ მოსწავლეებს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სამახსოვრო ვიდეოგოლი აჩუქა
09-06-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა 1-ელი ივნისის შესახებ ისაუბრეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და ცოდნა აიმაღლეს. მათ დრო საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს.

სასკოლო საზოგადოებამ მათ ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცა

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! დაე, მუდამ იბრწყინოს მზემ თქვენთვის! უამრავ ცისარტყელას, სიხარულსა და სიხალისეს გისურვებთ! თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!“, - აღნიშნეს სკოლაში და მოსწავლეებს მისალოცი ვიდეორგოლი მიუძღვნეს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203