ზესტაფონის N7 სკოლის მოსწავლეებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება დალაშქრეს
09-06-2023

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი, რომლის ხელმძღვანელიც მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობს.

„ორი დღე ინტერნეტის გარეშე!“ - ეს იყო მთავარი დევიზი ლაშქრობისა, რომელიც სკოლის ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელმა - ირინე ბერაძემ განახორციელა.

ლაშქრობა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრთან არსებულ ტურისტულ ჯგუფ „მოხეტიალებთან“ ერთად დაიგეგმა.

„ორი დღის განმავლობაში, ჩვენი სკოლის X-XI კლასების მოსწავლეებმა დალაშქრეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ საინტერესო ადგილები მოინახულეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

ბავშვებმა, ასევე, აღნიშნულ დღეს მუსიკალური ნომრები - სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„ამ ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების მოწყვეტა ინტერნეტ სივრციდან დროებით მაინც და კიდევ ერთხელ იმის გაცნობიერება, რომ არაფერი შეედრება რეალურ ურთიერთობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203