დღვანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარინე ფუტკარაძე კომპიუტერით დაჯილდოვდა
09-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარინე ფუტკარაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მას ლეპტოპი საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მიენიჭა. ის ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეა.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203