„33 ოქროს გასაღები“  - ლაჯანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება 
09-06-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სკოლაში გაიმართა ანბანთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება - „33 ოქროს გასაღები“. ღონისძიებით მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და პირველი კლასის წარმატებით დამთავრება საზეიმოდ აღნიშნეს. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა.

ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო ნომრებით წარდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წამოჩენა განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203