
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა საგანში „ჩვენი საქართველო“, შესწავლი მასალა სახალისოდ შეაჯამეს.
მოსწავლეებმა, მასწავლებლის დასმულ კითხვებს ამომწურავად და სახალისოდ უპასუხეს, შემდეგ კი სპორტული აქტივობები შეასრულეს.
შემაჯამებელი გაკვეთილი სამახსოვრო და რა თქმა უნდა ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ნასწავლი მასალის განმტკიცება სახალისოდ მოახერხეს.
სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ვიდეო: