ბათუმის N6 სკოლის ბიბლიოთეკაში გამართულ ინგლისურენოვან კონფერენციაში ჯალაბაშვილების, წონიარისის და გეგელიძეების სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ
09-06-2023
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ინგლისური ენის სასკოლო კლუბის - Student's Vision ინიციატივით, ინგლისურენოვანი პროექტი - Conference for Students (კონფერენცია მოსწავლეებისთვის) განხორციელდა.
მასში ჯალაბაშვილების, წონიარისის, გეგელიძეებისა და ბათუმის N6 საჯარო სკოლების მოსსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესო თემებით წარდგნენ და სასკოლო საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის სასკოლო კლუბი Student's Vision გეგელიძეების საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. ის მოსწავლეების სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს