ბათუმის N20 სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლეებს გაეროს მუდმივი კოორდინატორი და აჭარის განათლების მინისტრი ესტუმრნენ
09-06-2023
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორი ფუნქციონირებს. 

ახლახანს, უკრაინიდან ლტოლვილ მოსწავლეებს გაეროს მუდმივი კოორდინატორი -  საბინე მახლი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესტუმრნენ.

ბავშვებმა მათ გაუზიარეს თავიანთი ოცნებები და მიზნები - გახდნენ პროგრამისტები, მხატვრები, ფეხბურთელები, მუსიკოსები.

მათ ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან პრეზიდენტობის ამბიციაც გამოთქვეს სტუმრებთან.

სტუმრებმა მათი სამომავლო გეგმები გულდასმით მოისმინეს და თავიანთი გამოცდილებები ბავშვებს გაუზიარეს.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრბელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203