საცხენისის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
09-06-2023
გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს. მასწავლებლის მზია ცერცვაძის ხელმძღვანელობით, იგავის მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.
მოსწავლეებმა როლები შესანიშნავად მოირგეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მათ გაითავისეს და გაიაზრეს იგავის მთავარი აზრი.
გაკვეთილს სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა, რომელიც ზღვა ემოციით აღივსო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს