თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები საავტორო თოჯინების გამოფენაზე იმყოფებოდნენ
09-06-2023

თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ცოდნის გაღრმავებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.

ამჯერად, სკოლის მე-6 2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ხათუნა თაყაძის ხელმძღვანელობით, ცქრიალა ღვინოების საწარმო „ბაგრატიონში“ საავტორო თოჯინების გამოფენაზე - „ცქრიალას შთაგონებით“ იმყოფებოდნენ.

ისინი საინტერესო ნამუშევრებს გაეცნენ, თვალსაწიერი გაიფართოეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ხელნაკეთი თოჯინები დავათვალიერეთ, მივიღეთ უდიდესი სიამოვნება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203