ბოლნისის N5 საჯარო სკოლის წარმომადგენლები საინტერესო სემინარს დაესწრნენ
09-06-2023

ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის დირექტორმა და გერმანული ენის მასწავლებელმა მადონა ლომსაძემ სემინარი - „ვირტუალური რეალობა და მისი გამოყენების შესაძლებლობა სკოლის ასაკის მოზარდებისთვის“, მოისმინეს.

სემინარი 6, 7 და 8 ივნისს, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ სემინარებს სპეციალურად ამ პროექტისათვის მოწვეული ექსპერტი მიუნხენიდან გორან ვულინოვიჩი უძღვებოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია მსოფლიოში აპრობირებული ახალი ტექნოლოგიის გაცნობა და მოსწავლეებისათვის მისი გამოყენების შესაძლებლობების გაზიარება.

მოსწავლეებს პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად მიეცათ შესაძლებლობა პროექტებზე მუშაობისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203