დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები მუსიკალურ-გასართობ ფესტივალზე წარმატებით წარდგნენ
09-06-2023
მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეები „ყვავილების ფესტივალი -2023-ში“ მონაწილეობდნენ, სადაც მათ წარმოდგენა - „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“, წარადგინეს. მეორეკლასელებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და პედაგოგი დოდო კაკიაშვილი ასახელეს. 

„ჩემი უსაზღვროდ უნიჭიერესი და უმაგრესი მე- 2 კლასი!
მიყვარხართ მე თქვენ. ჩემმა მერცხლებმა თავი გამოიჩინეს - „ყვევილების ფესტივალი -2023“. მუდამ წარმატებებით გევლოთ!“,- წერს პედაგოგი დოდო კაკიაშვილი. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203