ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, პედაგოგ ნატო მიქელაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის ნორჩმა მხატვრებმა ღონისძიებაზე მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოფინეს და დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეთა ნამუშევრები მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. „განათლება გამარჯვების საწინდარია“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მრავალმხივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.