ბოლნისის N1 სკოლის ნორჩმა მკვლევარებმა ქალაქის მერსა და მაჟორიტარ დეპუტატს შთამბეჭდავი დახვედა მოუწყვეს
09-06-2023
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლას ნიჭიერი, აქტიური, გამორჩეული და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ისინი სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. 
 
აღსანიშნავია, რომ ისინი ვარშავაში, კოპერნიკის სამეცნიერო პიკნიკზე, როგორც პირველადგილოსნები ისე წარდგნენ. 

ამჯერად, კი ნორჩმა მკვლევარებმა ქალაქის მერს და მაჟორიტარ დეპუტატს ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა მათ ბავშვობა და ქიმიის გაკვეთილები გაახსენეს. 

გარდა ამისა, ღონისძიება სხვადასხვა საინტერესო შემოქმედებითი ნომრით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„საკმაოდ ემოციური შეხვედრა მოუწყვეს ჩვენი სკოლის ნორჩმა მკვლევარებმა ქალაქის მერს და მაჟორიტარ დეპუტატს. ხელთათმანები მოგვარგეს და ქიმიური ცდებიც ჩაგვატარებინეს. სწორედ ის ცდები, რითითაც წარსდგნენ ვარშავაში, კოპერნიკის სამეცნიერო პიკნიკზე, როგორც პირველადგილოსნები. მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით, ჩემო ნორჩო მკვლევარებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203