ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა ფიზიკის გაკვეთილზე ჰიდრავლიკური მანქანები შექმნეს
09-06-2023

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე თავიანთი ხელით შექმნილი ჰიდრავლიკური მანქანები წარადგინეს.

კლასის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი - ნინა ბეთლემიძე გახლავთ.

მეშვიდეკლასელებმა სკოლაში ასევე ჰიდრავლიკური წნეხის შესახებ პრეზენტაცია მოაწყვეს.

„მაღალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია, უკეთესად დაინახეს პასკალის კანონის პრინციპი და დაადგინეს, რომ შესაძლებელია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლითაც მცირე მოდულის ძალით მივიღებთ დიდი მოდულის ძალას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით საინტერესოდ წარიმართა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას  უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203