გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში.
სკოლაში ლამაზად წერის კულტურის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით ამასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში აქტივობა „ნორჩი კალიგრაფები“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს.
მათ დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს