
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ლია ჯაყელის ხელმძღვანელობით პროექტში - „ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“, მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოზარდები პროექტში წარმატებული და აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება და წარმოჩენა.
იხილეთ ფოტოები: