აკეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მიეძღვნა 
09-06-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა, საკუთარი ხელით მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და გამოფენა მოაწყვეს, რომელიც აღნიშნულ დღეს მიუძღვნეს.

გამოფენა ხელოვნების მასწავლებლის ნინო შველიძის ხელმძღვანელობით მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203