„მშვიდობა მსოფლიოს“ - კიზილქილისის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო ღონისძიება
09-06-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს.

ღონისძიების თემა - „მშვიდობა მსოფლიოს“, გახლდათ.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ქართულ-სომხური სიმღერები, ლექსები და გამოცანები წარადგინეს, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სანახაობა მოაწყვეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მე-4 კლასის დამრიგებელმა რუსუდან თევანიანმა ჩაატარა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203