„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ქვიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი აქტივობა
09-06-2023

რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან გარემოს მოფრთხილებასა და დაცვას. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობაში - „დედამიწა ჩვენი სახლია“ მონაწილეობდნენ.

მათ თემატური ნახატები, პლაკატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღნიშნული აქტივობით მათ საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.

მათ ისაუბრეს თუ როგორი მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და მოფრთხილება. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203