
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის გუნდი გოგონათა შორის გამართულ მინი ფეხბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლეებმა შეჯიბრში საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და პირველი ადგილიც ღირსეულად მოიპოვეს.
შეხვედრის ბოლოს კი, გამარჯვებული გუნდი თასით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: