„ვინც დამიცავს, ვინც მომივლის, მე ვარ მისი დედამიწა“ - ხაშურის N7 სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
09-06-2023

ხაშურის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს გარმეოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან. სწორედ ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო პროექტები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლის II ა კლასში ღონისძიება თემაზე- „ვინც დამიცავს, ვინც მომივლის, მე ვარ მისი დედამიწა“ ჩატარდა.

კლასის პედაგოგი  ლია ციცქიშვილი გახლავთ. ღონისძიება მუსიკალურად კი ნონა ტეფნაძემ გააფორმა.

„საკითხი მიემართებოდა მდგრადი განვითარების მე-6 და მე-15 მიზნისაკენ“, - ამბობენ სკოლაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა როლი შესანიშნავად გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„ბავშვებმა  როლები მოირგეს და გაემართნენ დედამიწის დასახმარებლად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ისინი აღნიშნულ აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

​„საბოლოოდ მათ დაასკვნეს: „გავუფრთხილდეთ ბუნებას, ვიზრუნოთ გარემოს სისუფთავეზე და გადავარჩინოთ დედამიწა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203