„მშობლიურო ჩემო მიწავ“- სამტრედიის N7 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ღონისძიება გამართეს
09-06-2023
სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, მე-2 კლასმა მშობლებისა და მასწავლებლის ჩართულობით, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ღონისძიება - „მშობლიურო ჩემო მიწავ“, გამართა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ეროვნული სულისკვეთების გაღვიძება იყო. მოსწავლეებმა გალაკტიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მშობლებმა და მოსწავლეებმა „პოეტების მეფის“ ლექსები ერთად წაიკითხეს. აქტივობებში თითოეული მონაწილე დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეებმა ღონისძიება ლამაზი ცეკვით, სიმღერაზე - „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ დაასრულეს. კლასის ხელმძღვანელი ელისო სტურუაა, რომელიც პატარა მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს