
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლიდან, ერთადერთი მეცხრეკლასელი ლუკა გოდერძიშვილი გააცილეს.
ლუკასთვის, დამრიგებელ - ნაზი ხუციშვილის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზო საფეხურისაა და ღონისძიება სწორედ ამასთან დაკავშირებით მოეწყო, ის ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი აღმოჩნდა.
სკოლაში სასწავლო სივრცე ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით მოირთო და მოსწავლეთა მონაწილეობით მრავალფეროვანი წარმოდგენა გაიმართა.
ლუკამ, საყვარელ პედაგოგებთან ერთად სკოლაში გატარებული 9 წელი, საუკეთესო და სახალისო მოგონებები გაიხსენა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა პედაგოგი ირმა ადამაშვილი, რომელსაც ღონისძიების მონაწილეები მადლობას უხდიან.
„მე და ჩემმა ბარტყებმა ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს დღე გამოსულიყო. მიყვარხართ და მეიმედებით.
ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლა ბევრ წარმატებასა და მრავალ ბედნიერ დღეს გისურვებთ ცხოვრებაში... წარმატებები ლუკას, ვულოცავთ მე-9 კლასის დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
მადლობა ირმა მასწავლებელს დახმარებისთვის“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი ნაზი ხუციშვილი.