ბარალეთის N1 სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე ბარალეთის N2 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მიიწვიეს
09-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო აქტივობა გაიმართა.
ღონისძიება რუსული ენის პედაგოგმა ჰასმიკ არზუმანიანმა ჩაატარა. მასზე ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე იყო მოწვეული.
მოსწავლეებმა ანბანის შესახებ ცოდნა წარმოაჩინეს, მათ ლექსები წაიკითხეს და მინიატურები დადეგს. თითოეულმა მათგანმა შესაძლებლობები გამოავლინა, აქტივობებში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო, დრო ნაყოფიერად გაატარა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
„ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩატარდა ღონისძიება და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს