გოგოლესუბნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელის დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
09-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს.

მოსწავლეები ამ დღისთვის ფერად სამოსში საგანგებოდ გამოეწყვნენ, სასწავლო სივრცე მრავალფეროვნად მორთეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.

მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები ემოციურად და მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

განწყობა ამაღლებული ემოციებით დატვირთულები და ხალისიანი პირველკლასელები, სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

„ლამაზად დაასრულეს პირველი სასწავლო წელი... უკვე მეორე კლასელები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203