
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა.
დავალებაზე, რომლის თემაც - „ადამიანი და ენა“, იყო, მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. ბავშვებმა საინტერესო პლაკატები შექმნეს და საკლასო ოთახში წარადგინეს.
მე-7 კლასელებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ზოგადი ცოდნა აიმაღლეს.
სკოლაში მოსწავლეთა ნიჭის, უნარების, ინდივიდუალიზმისა და კრეატიული აზროვნების განვითარებასა და გამოვლენას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: