ხიდისთავის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ფესტივალი გაიმართა
09-06-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
სკოლაში 26 მაისისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე VII, VIII, IX კლასებში, გეგმით გათვალისწინებული კომპლექსური დავალების შემაჯამებელი შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა.
მისი თემა - მძლეოსნობა - ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, 60 მეტრზე რბენა, მცირე ბურთის ტყორცნა, იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ფესტივალი მასწავლებელ გიგა ფრუიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს