ტურცხის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
09-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, სკოლაში ამჯერად, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მასში მე-3 და მე-4 კლაისის მოსწავლეები ჩაერთნენ. შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ფეხბურთიც ითამაშეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე-4 კლასის მოსწავლეებმა ოდნავ აჯობეს ერთი წლით უმცროსებს, თამაშში დამარცხებული მაინც არავინაა და ყველა ბავშვმა მიიღო დიდი სიამოვნება თამაშის დროს“,- ამბობს სკოლის სპორტის მასწავლებელი ედმონ მამულიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს