ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
09-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მათ საკუთარი ხელით შექმნილი ქანდაკებები, ნახატები და სხვადასხვა ნაკეთობა დიდი სიხარულით გამოფინეს. 

ნამუშევრებს დამთვალიერებელი არ აკლდა, მოსწავლეთა შემოქმედებამ ყველას მოწონება დაიმასახურა. ბოლოს, სკოლის დირექტორმა - ლენა კარაპეტიანმა საუკეთესო ნამუშევრების ავტორი მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

„ბავშვებმა ხალისით და სიყვარულით გაგვიზიარეს სხვადასხვა ნამუშევარი. ბავშვებს ჰქონდათ გაკეთებული ქანდაკებები, ნახატები, ასევე, პლასტერინით, ხისგან, ქვებით დამზადებული ნივთები და ასე შემდეგ . ძალიან კარგი და საინტერესო დღე იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203