
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო წლის დასრულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიების სახელწოდება - „ჩემი საქართველო აქ არის“, გახლდათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ქვეყნის სიყვარული მშვენივრად წარმოაჩინეს.
პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულმა ღონისძიებამ, დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებელი ნათია ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: