გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები
09-06-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის დერეფანი საზეიმოდ მოირთო და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

1 ივნისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ითამაშეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

ბავშვებმა ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

მოსწავლეებთა ერთად, პედაგოგებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში.

დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! დაე, ჩვენს ბავშვებს ეცხოვროთ, გაბრწყინებულ, გამთლიანებულ და ბედნიერ ქვეყანაში. ყველა ბავშვი ბედნიერი უნდა იყოს მთელს მსოფლიოში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203