
ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს.
სკოლას 4 ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.
სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს: თამარ ოქროპირიძემ, ნინი ნინიაშვილმა, დემეტრე შავერდაშვილმა და მარიამ პავლიაშვილმა. ვერცხლის მედალზე კი - მათე გზირიშვილმა.
სკოლაში მოსწავლეთა სიხარულს იზიარებენ.
„ვამაყობთ თქვენით, გისურვებთ ულევ სიხარულს და წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: